შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა მიეწოდა

2015 წლის 10 აგვისტოს შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად მიეწოდა საპროტესტო ნოტა მ.წ. 6 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის ხელახლა უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

2015 წლის 10 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულს ნიკოლას ბერლინერს.


იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789