21 აგვისტო 2015
2015 წლის 26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენ-მდივნის რანგში ეს გახლავთ იენს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.