საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგს საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა.


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. გმირთა მოედანზე იენს სტოლტენბერგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთან ერთად მივიდა. 


შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან

2015 წლის 27 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა.


ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა

2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატო-ს გენერალურმა...


ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით დონდუასა და საქართველოში ჩინეთის ელჩს იუე ბინს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ მიიღო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი.


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააცილეს.


2015 წლის ამბასადორიალში საპატიო სტუმრის სახით სლოვაკეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში - „ამბასადორიალი 2015“ საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბიორგ ბრენდე.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910