ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს

2015 წლის 15 სექტემბერს ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს მის აღმატებულებას ბატონ ენტონი ტომას აკინას კარმონას.


შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

2015 წლის 16 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა.


საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2015 წლის 14 სექტემბერს საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს. 


თებერვალი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
2345678