გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ში კოლეგა მინისტრებს ხვდება

ვიცე-პრემეირი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებული არაბთა ემირატების საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ან ნაჰიანს შეხვდა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებმა ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.  


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად Chelsea Market-ს ეწვივნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად Chelsea Market-ს ეწვივნენ, სადაც გამოფენა გაყიდვა Discover Georgia გაიხსნა. 


საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუელ რანგბას შეხვდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მონაწილეობისათვის ევროკავშირის მისიაში, მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რაც ქართველმა სამხედროებმა შეიტანეს ცენტრალური აფრიკის მისიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფათ.


საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა

ლინას ლინკევიჩუსმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს კვლავ გამოხატა ლიტვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 


საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერძენ კოლეგას შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბერძენ კოლეგასთან. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი იაპონიის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ.


ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234