საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის საბჭოს თავმჯდომარესთან იგორ კრნადაკთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის საბჭოს თავმჯდომარესთან იგორ კრნადაკთან.  


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის არაფორმალურ მინისტერიალში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ქ. ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.


შეხვედრა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრ შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ალ-ხალიფასთან

​გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ალ-ხალიფას შეხვდა. მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ბაჰრეინს შორის თანამშრომლობის განვითარების მზარდი პერსპექტივები განსაკუთრებით ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართულებით. 


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა კოლეგებს ბოცვანადან, გაბონიდან, კაბო-ვერდესა და დომინიკის რესპუბლიკებიდან.


საქართველომ მონაწილეობა მიიღო კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში

საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში - Council for Foreign and Community Relations, რომელიც ქ.ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.


შეხვედრა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობა მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის და ევროპის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებაში.


საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქ.ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმი Georgia-Making Business Easy შეაფასა

„მეტი ამერიკული კაპიტალის მოზიდვას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“-გიორგი კვირიკაშვილი.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

2015 წლის 30 სექტემბერს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  დავით ჯალაღანიას შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან,  ჟუჟანა იაკაბთან.


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345