გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2015 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა თავის ლიტველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩიუსთან, რომელიც საქართველოს საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.


კოლუმბიის დელეგაცია ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას ეცნობა

7 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა კოლუმბიის უწყებათაშორისი დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ელექტრონული მმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმების გაცნობის მიზნით იმყოფებიან. 


ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან დევიდ კადნერთან გამართული შეხვედრის შესახებ

2015 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ კადნერს და ამავე კომიტეტის სხვა წევრებს, რომლებიც ამა წლის 6-10 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ სა...


საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

2015 წლის 7 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ანდრეის პილდეგოვიჩს შორის. სახელმწიფო მდივანი საქართველოს საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპის ა...


შეხვედრა იტალიის ახლად დანიშნულ ელჩთან

2015 წლის 7 სექტემბერს, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.


შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

2015 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.


თებერვალი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
2345678