საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს 28-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

2016 წლის 26-29 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს (მინისტერიალის) 28-ე სესიას  დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო. სესია ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ჩატარდა. საქართველოს დელეგაციას მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა.


საქართველოსა და ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში გამართული აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს (მინისტერიალის) 28-ე სესიაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა ეთიოპიის მხარესთან.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910