საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ წყალბადის ბომბის სავარაუდო გამოცდის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2016 წლის 6 იანვარს წყალბადის ბომბის სავარაუდო გამოცდის გამო.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

2016 წლის 8 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე   საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, 2016 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანი, ხოლო პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის  N4 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ  ზვიად გონაძე დაინიშნა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2016 წლის 8 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იან კელის.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910