საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთის მეწარმეთა კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

2016 წლის 11 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ  ჯანელიძე ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში E-Estonia-ს სადემონსტრაციო ცენტრს ესტუმრა. მინისტრმა შეხვედრა გამართა  ესტონეთის მეწარმეთა კავშირის - Enterprise Estonia - დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ჰანნო ტომბერგთან. 


მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა

ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის საჯარო ლექცია ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში თემაზე „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“.


საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მერვე რაუნდი გაიმართა

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-8 რაუნდი. იაპონიის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე,  ტოშიჰირო აიკი, საქართველოს მხრიდან - მინისტრ...


საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეოთხე კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ  მეოთხე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2015 წლის ოქტომბერი-დეკემბერი პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები....


საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის პარლამენტში. პარლამენტის პრეზიდენტთან, ეიკი ნესტორთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. 


ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ

​2016 წლის 11 თებერვალს, ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი საკითხები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ნატო-სა...


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910