საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსულის, ევა ბერგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ავსტრიის საელჩოს საკოორდინაციო ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. 


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა

2016 წლის 9 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან სერ გარი ჯონსონთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს გერმანიაში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 9 თებერვალს, გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მხარეში, ბად აიბლინგთან მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგადაც, არსებული მონაცემებით, დაიღუპა ცხრა და დაშავდა ათეულობით ადამიანი. 


დავით დონდუა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 9 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა  საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩსა, და პროგრამის კოორდინატორს უგზო-უკვლოდ დაკარგულ საკითხებში, ლინა მილნერს.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910