უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მილიონიან საკრედიტო ხაზს გამოყოფს

ამის შესახებ ცნობილი გახდა უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შორის გამართული შეხვედრის დროს. 


პიტერ სიიარტო: "ევროპის წინაშე დღეს არსებული გამოწვევებზე ყველაზე კარგი პასუხი ევროპის გაფართოება იქნებოდა"

"ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, არ უნდა ბადებდეს რაიმე ეჭვს ნატო-ს ან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევებზე ყველაზე ცუდი პასუხი დღეს  იზოლაცია იქნებოდა. პირიქით, სწორედ ახლა უნდა ვიყოთ ღია ახალი პარტნიორობებისა და ახალი ალიანსებისთვის, და სწორედ ახლა უნდა ...


საქართველო ცდილობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მეტი წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში

ევროპის წინაშე მდგარ  გამოწვევებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მანძილზე გაუქმებას. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. 


გაერო-სთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოინახულეს

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-სთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლება მოინახულეს, სადაც გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456