საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში

2016 წლის 12-14 აპრილს ჯორჯთაუნში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა.


მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციასთან

2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  ნინიეკ კუნ ნარიატიე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია ირანის ელჩს, აბას თალები ფარის შეხვდა

2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში შეხვედრები დაასრულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში შეხვედრები დაასრულა. ევროპარლამენტარების განცხადებით ისინი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას ელოდებიან, რადგან ქვეყანას ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456