დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან საქართველოში

2016 წლის 18 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან საქართველოში, რაიმუნდ იელესთან და მის მოადგილესთან, მამუკა მესხთან.


ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

2016 წლის 18 მაისს, ქ. სოფიაში გაიმართა ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნული მინისტერიალის შედეგად მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ესტონეთს. 


ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოს შესახებ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს

ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალის შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე. 


ტორბიორნ იაგლანდი: ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განსახორციელებლად

ევროპის საბჭო განაგრძობს ანგარიშების მომზადებას საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ და ასევე მცდელობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესასვლელად. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ქ. სოფიაში ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი ირლანდიაში

2016 წლის 17-18 მაისს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ვიზიტი ირლანდიაში.


დავით დონდუას შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან

ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 17 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის - დოილის - თავმჯდომარესთან, შონ ო’ფარელთან.


დავით დონდუას გამოსვლა ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში (IIEA)

ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 18 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სიტყვით გამოვიდა ირლანდიის წამყვან ანალიტიკური ცენტრში - საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში (IIEA).


აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებას გაეცნო

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბაქოს ოფისის, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910