მიხეილ ჯანელიძე ლატვიის საეიმას სპიკერს შეხვდა

2016 წლის 26 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმა) სპიკერთან ინარა მურნიეცესთან. სპიკერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. ამას გარდა, მან მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

26 მაისს, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის გენერალურ მდივანთან ალთაი ეფენდიევთან.


შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად დედაქალაქს შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესტუმრნენ.  


მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საპატიო კონსულებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულებთან ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საპატიო კონსულებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა.


საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის პირველი ელჩები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ულოცავენ

საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის პირველი ელჩები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ულოცავენ და იმ თვალსაჩინო პროგრესზე საუბრობენ, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.


დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით ლიტვაში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ლიტვაში ქ. კაუნასში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი. 


დუბლინის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქართული დროშები აღმართეს

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 25 – 30 მაისს დუბლინის ცენტრში  საქართველოს დროშები იქნება გამოფენილი.


26 მაისის აღსანიშნავად ბრიუსელში „მანეკენ პისი“ ეროვნულ სამოსში შეიმოსა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშრებით, ბელგიის დედაქალაქში ბრიუსელში ქალაქის ერთი-ერთი მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ ქართულ ეროვნულ სამოსში შეიმოსა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე, ქ. ბრიუსელის მუნიციპალიტეტის წარმომადგე...


26 მაისის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში პარლამენტის ისტორიული შენობა განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა.


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345