სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა

2016 წლის 30 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ლუკაშ პარიზეკთან, რომელიც საქართველოს სტუმრობს სლოვაკეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.


სეულში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სეულში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


„პალაცო დელა კანჩელერია“-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრამანტეს უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერია“-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება აღორძინების ხანის მხატვრის ჯორჯო ვაზარის მიერ მოხატულ დარბაზში ჩატარდა.


ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-მარკ ეროს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ

2016 წლის 30 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟან-მარკ ეროსთან. მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა ჟან-ჟაკ ეროს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678