თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 28 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი და დაშავდა 150-მდე ადამიანი.


საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! სტამბოლის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია

ქ. სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საელჩოს ...


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქეით კავალეკს შეხვდა

2016 წლის 29 ივნისს, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კავალეკთან. 


უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაში მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მიიღო მონაწილეობა.

2016 წლის 29 ივნისს, ქ. ვენაში მიმდინარე  უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში გაიმართა  შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო სესია.


გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა

2016 წლის 29 ივნისს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში გაკეთდა საქართველოს მიერ ინიცირებული განცხადება საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და ცხვინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელსაც კიდევ 41 სახელმწიფო შეუერთდა. განცხადება ლატვიის დელეგაცია...


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678