საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

2016  წლის 2 ივნისს, ქ. ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო  ზანიერთან.


საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ვენაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ვენაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. 


დავით დონდუას შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარეობის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელ გერნოტ ერლერთან

2016 წლის 2 ივნისს, ბერლინში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარეობის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელ გერნოტ ერლერთან.


ჰავანაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ჰავანაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კუბაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შემდგომ პირველად აღნიშნეს. 


საქართველოს ავსტრიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვევა

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 3 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან ანდრეა ჰაგმანთან.


მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია

ქ. ვენაში, 2016 წლის 3 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი. 


თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნა

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე.


უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

2016 წლის 2-3 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 


მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ა.წ. 3 ივნისს მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან.  


რუმინეთში „ვეფხისტყაოსნის“ რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით „ვეფხისტყაოსნის“ რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია ბუქარესტში მიმდინარე ყოველწლიური წიგნის ფესტივალის “Bookfest”-ის ფარგლებში გაიმართა.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910