საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2016 წლის 1 ივლისს  საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.


საქართველოსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები

2016 წლის 29 ივნისს საქართველოსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ვიდეო-კონფერენციის საშუალებით, პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა.  


დავით დონდუა წყნარი ოკეანეთის ალიანსის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების რიგით I მინისტერიალში იღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით დონდუა ჩილეს ქალაქ პუერტო ვარასში წყნარი ოკეანეთის ალიანსის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც 29 ივნისს გაიმართა თემატური სამუშაო პანელები, ასევე მიღება ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრის ერალდო მუნიოსის მოწვევით და ვახშამი ჩილეს პრეზიდენტის მიშელ ბაჩელეტის სახელი...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა ევროპარლამენტის წევრთან კატი პირისთან

2016 წლის 30 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა ევროპარლამენტის წევრთან კატი პირისთან (სოციალ-დემოკრატების ალიანსი).


საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

2016 წლის 30 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის  შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. 


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456