საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2016 წლის 7-10 ივნისს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას თურქეთის რესპუბლიკის ქ. ოსმანიეში, ოსმანიე-ქოზანის მონაკვეთზე ავტობუსის სარწყავ არხში გადავარდნის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.   


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 7 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში მომხდარი კიდევ ერთი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ვიშეგრადის ოთხეულს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის და  უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებული ვითარება. ვიშეგრადის ოთხეულის პოლიტიკურმა დირექტორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს მხარ...


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაეროს 70-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით

2016 წლის 7 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითიც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, ...


ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ლიტვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.  


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345