საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ძალაშია!

2016 წლის 1 ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2016 წლის 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. აღსანიშნავია, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 2016 წლის 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, სამუშაო ვიზიტით სტუმრობს საქა...


მიხეილ ჯანელიძე: „ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა, რომ საქართველო მალე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას“

„ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა, რომ საქართველო ძალიან მალე მიიღებს ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გან...


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკითხი არ დგას, იქნება თუ არა, არამედ როდის“

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თავის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ  ვიზალიბერალიზაცია იყო ხანგრძლივი პროცესი და საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ. „ამას ჩვენ ვაფასებთ, ამიტომაც ვთქვი ბერლინ...


მიხეილ ჯანელიძე: „ასოცირების შეთანხმების შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს“

„ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნეთ ერთად. 1 ივლისი, როდესაც ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის, ის საითკენაც ჩვენ მივისწრაფით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მივისწრაფით ევროპული ოჯახისაკენ. მივისწრაფით ი...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 1 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა კონრად ადენაუერის ფონდის სათაო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ვოლფგანგ მაიერთან და ფონდის რეგიონალური პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ კოორდინატორთან ტომას შრაპელთან.


დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში

დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში. ასოცირების  შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის გზით.


შეხვედრა გერმანიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან

2016 წლის 1 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თანმხლებ გერმანიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან. 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად თბილისში გაისეირნა

მიხეილ ჯანელიძემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მეტეხის ეკლესია და  აბანოთუბანი დაათვალიერებინა. მინისტრებმა ძველი თბილისის უბნებში ფეხით გაისეირნეს. 


საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნას დაესწრო, რომელსაც ეუთოს წევრი ქვეყნების 700-ზე მეტი სტუმარი ესწრება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის შეხვდა

2016 წლის 1 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან.  


ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234