„საქართველოს ევროპული გზა“

ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“ გაიხსნა.


“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესები მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპებით”

“კომისარ ჰანის დღევანდელი განცხადებები იყო ძალიან დამაიმედებელი, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სრულ მზაობას ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარებულად და წარმატებით დასრულდეს. ამიტომ მოლოდინი, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას დარწმუნებული ვარ დასრულდება პოზიტიურად და ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას”...


ბათუმის კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა მიმოიხილა

“საქართველო ერთგულია და მზად არის ევროპულ გზაზე პროგრესის მისაღწევად. ეს ქართველი ხალხის სურვილი და არჩევანია და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ინსტრუმენტს, ისეთი როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ და ასევე ვიყოთ მზად ისტორიული შანსისათვი...


საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა

2016 წლის 14 ივლისს, ბათუმში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) მეორე პრეზიდენტის კარლჰაინც კოპფის შეხვედრა.


კონფრენციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ვიშეგრადის ჯგუფთან

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) ქვეყნების წარმომადგენლებთან.


მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბათუმის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანა ბირჩალს შეხვდა.


შეხვედრა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის გენერალურ დირექტორთან

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) გენერალურ დირექტორთან მიხაელ შპინდელეგერთან.


​აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო

2016 წლის 14 ივლისს, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) მიიღო.მომდევნო ეტაპზე რეზოლუციას კენჭს უყრიან 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ კონგრესის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონგრესმენთა უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, რ...


ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234