საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ სა...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საფრანგეთში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის „ბასტილიის აღების დღეს“, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონელ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - “საქართველოს ევროპული გზა” მონაწილე ესტონელ პარლამენტარებს შეხვდა.


მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აქსელ ვეხთან (Axel Wech) (რეზიდენციით ბაქო).


გიგი გიგიაძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორს, დაფნე ბერგსმას შეხვდა.  


შეხვედრა ფინეთის რესპუბლიკის ელჩთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კრისტერ მიკელსონთან (რეზიდენციით ჰელსინკი).


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან დანიელა მორარისთან

ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, 2016 წლის 15 ივლისს ორმხრივი შეხვედრა გამართა მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან დანიელა მორარისთან.


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678