საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველო უმკაცრესად გმობს 2016 წლის 3 ივლისს ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში დაჯგუფება „დაეშის“ (ISIL) მიერ განხორციელებულ მორიგ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ასზე მეტი ადამიანის, მათ შორის ქალების და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველო მკაცრად გმობს 2016 წლის 1-2 ივლისს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფე “ჰოული არტისან ბეიქერიზე“ განხორციელებულ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 22 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს ელჩებს შეხვდა

მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთო-ში ლატვიის რესპუბლიკის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის, ფინეთის რესპუბლიკის, ავსტრიის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, შვედეთის სამეფოს მუდმივ წარმომადგენლებთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ ...


მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

2016 წლის 4 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. 


საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს დარკო პაიოვიჩს შეხვდა

2016 წლის 4 ივლისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან დარკო პაიოვიჩთან, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში სტუმრობს.


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456