შეხვედრა მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

21.09.2016 აშშ/ნიუ იორკი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა მონღოლეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ცენდ მუხ-ირგილთან. 


მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის ღონისძიებაში კონფლიქტების პრევენცია ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვის გზით

22.09.2016 აშშ/ნიუ იორკი - ​გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში "კონფლიქტების პრევენცია ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვის გზით".


კოლუმბიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთ გაგების მემორანდუმს

21.09.2016 აშშ/ნიუ-იორკი - საქართველოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიხეილ ჯანელიძემ და მარია გუელარმა (Maria Cuellar) ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ურთიერთობის...


მიხეილ ჯანელიძე ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

22.09.2016 აშშ/ნიუ იორკი - ​ინდოეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ  სატრანსპორტო დერეფანში. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინის...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო

22.09.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანი მიხაელ ლინჰარტი მიიღო. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნას დაესწრო

22.09.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ,  ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამდივნოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

22.09.2016 ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამდივნოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა

22.09.2016 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი მიიღო

22.09.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰაიკე რენატე ფაიჩთან, რომელიც მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან ოფიციალურად შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას. 


ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურმა მდივანმა მიხაელ ლინჰარტმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

22.09.2016 თბილისი - ​საქართველოში ვიზიტით მყოფმა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურმა მდივანმა მიხაელ ლინჰარტმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა. 


მიხეილ ჯანელიძე შრი-ლანკას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

22.09.2016 - აშშ/ნიუ-იორკი. საქართველოსა და შრი-ლანკას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჯანელიძისა და მანგალა სამარავირას შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდგრადი განვითარებისთვის"

22.09.2016 აშშ/ნიუ იორკი - ​ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში "მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდ...


ქ. ვარშავაში საქართველოს ციხეებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების თემაზე ღონისძიება გაიმართა

22.09.2016 პოლონეთი/ვარშავა - ​ქ. ვარშავაში, ადამიანის უფლებების საკითხზე ეუთოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ეუთო-ში აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვედეთის და ლიტვის მუდმივი წარმომადგენლობების თანასპონსორობით  გაიმართა პარალელური ღონისძიებ...


მიხეილ ჯანელიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

22.09.2016 ნიუ იორკი - საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან მიხაილ კრისტიდესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს BSEC-ის დღის წესრიგზე და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე.  


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678