საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით

2017 წლის 10-11 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები.


მიხელ ჯანელიძის შეფასებით ქვეყანაში გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში

12.10.2017 ბათუმი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას იღებს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ქ. ბათუმში 2017 წლის 11-12 ოქტომბერს მასპინძლობს. 


მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა

12.10.2017 თბილისი - ​ქ. ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან. 




საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

12.10.2017 თბილისი - ​საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.  


მიხეილ ჯანელიძის მოსაზრებით ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდები აქტიურად გამოიყენება

12.10.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით დღეს სახეზეა არა მხოლოდ კონვენციური, არამედ ჰიბრიდული საფრთხეები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა ერთიან გადაწყვეტას და მიდგომებს საჭიროებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ს...


დავით ზალკალიანი რეგიონულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

12.10.2017 ბათუმი - ​ქ. ბათუმში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა რეგიონულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან დანუც-სებასტიან ნეკულაესკუსთან.


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567