საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2017 წლის 25 ოქტომბერს კოპენჰაგენში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. 


​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა

26.10.2017 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციაში, ესპანეთის სამეფოში,  ნორვეგიაში, ბელარუსის რესპუბლიკაში, კატარში, არგენტინაში, ინდონეზიაში, ეთიოპიაში და სამხრეთ აფრიკაში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.


ესტონეთში საქართველოს ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

26.10.2017 ესტონეთი - ტალინში,  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 წლიური ასამბლეის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა. 


სეულში „ქართული პოეზიის საღამო“ და საჯარო ლექცია „საქართველო: უძველესი ერი და თანამედროვე სახელმწიფო“ ჩატარდა

26.10.2017 კორეის რესპუბლიკა -  26 ოქტომბერს,  ქ. სეულში  შოთა რუსთაველის 850 წლისთავისა და „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე შესრულებული ორი თარგმანისადმი მიძღვნილი ღონისძიება  „ქართული პოეზიის საღამო“ გაიმართა.


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678