დავით ზალკალიანი საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27.10.2017 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარიუშ მაშკევიჩთან. 


მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

27.10.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას, საქართველოში ავსტრიის ელჩთან არად ბენკოსთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით მიმართა.  


თბილისში საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

27.10.2017 ქ.თბილისი -  საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი  მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისის ეროვნული კონსერვატორიაში გაიმართა.


დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო გალა-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

27.10.2017 კოპენჰაგენი -  დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, 47-ე საერთაშორისო გალა-ფესტივალში „ ეროვნული გამოფენა - ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გამყარებისთვს“  (K.U.K.S). მიიღო მონაწილეობა. 


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

27.10.2017 ყირგიზეთი -  ყირგიზეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი,  რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს.  


ნოემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910