„როგორც გერმანია გაერთიანდა 3 ოქტომბერს 27 წლის წინ, ასევე საქართველო შეძლებს მშვიდობიანი გზით გაერთიანებას“, მიხეილ ჯანელიძე

02.10.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ ხალხს გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.   


მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები გერმანულ ენაზე გამოიცა

3.10.2017 ბერლინი - ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში  ლიტერატურული საღამოზე მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების გერმანულ ენაზე გამოცემული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. მოთხრობები გერმანულ ენაზე ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის ითარგმნა.


საქართველოს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის, „Al-Bawani Group”-ის აღმასრულებელი დირექტორის ეწვია

03.10.2017 ქ. თბილისი - 2-3 ოქტომბერს, საქართველოს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია საუდის არაბეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის „Al-Bawani Group” აღმასრულებელი დირექტორი, ფახერ ალ შავაფი.   საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, „Al-Bawani Group“-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნობა საქართველ...


კოპენჰაგენის კინოთეატრ Cinemateket-ში პირველად გაიმართა „ქართული დღე“

3.10.2017 კოპენჰაგენი  - დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ კინოფესტივალ “CPH PIX”-თან ერთად, კოპენჰაგენში მდებარე კინოთეატრ Cinemateket-ში  „ქართულ დღეს“ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნა ორი ქართული ფილმი. პარალელურად გაიმართა ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.


საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი საქართველოს ბაზრით დაინტერესდა

03.10.2017 ქ. თბილისი - საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი ჯგუფის „Al-Bawani"- ის აღმასრულებელი დირექტორი ფახერ ალ შავაფი თბილისში გამართულ შეხვედრებს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებს. მისი განცხადებით საუდის არაბეთისთვის საქართველო თავისი ეკონომიკური შესაძლებობ...


მიხეილ ჯანელიძე მედიის საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

3.10.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან ჰარლემ დეზირთან.


ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ქ.ფილადელფიას ვიზიტით ეწვია

03.10.2017 ფილადელფია - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე პენსილვანიის შტატის ქ. ფილადელფიას ვიზიტით ეწვია.


თურქეთსა და მეგობარ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

3.10.2017 თურქეთი - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მასპინძლობით მოწყობილ მიღებასა და გამოფენას დაესწრო. 


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345