საქართველოს ერთობლივი ვიზიტით შვედეთის სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

13.11.2017 ქ. თბილისი - ​2017 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან შვედეთის სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

13.11.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 13 ნოემბერს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მომხდარ მძლავრ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც იმსხვერპლა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და გამოიწვია ნგრევა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა.


ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

13.11.2017 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკენზი სმიტთან.


ნოემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910