ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ვიშეგრადის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს პრეზენტაციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

24.11.2017 - ​2017 წლის 23 ნოემბერს საქართველოს საელჩომ საპატიო სტუმრის სტატუსით „ვიშეგრადის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნეს პრეზენტაციაში "Vishegrad4 Startups in Ireland, Czech Republic, Hungary, Poland, Slovakia and Georgia as special guest" მიიღო მონაწილეობა.  


უკრაინაში საქართველოს ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

24.11.2017 ქ. კიევი - ​საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა ქ. კიევის სხვადასხვა წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მყოფ 100-მდე ქართველ სტუდენტთან. 


კანადაში საქართველოს საელჩომ ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

24.11.2017 - ​კანადის ქ. ჰალიფაქსში რიგით მეცხრე უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. 


საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

24.11.2017 ქ. თბილისი -2017 წლის 24 ნოემბერს, თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, დეპარტამენტის დირექტორების დონეზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იბრაჰიმ ტარიკ ალ-მაატს შეხვდა

24.11.2017 ქ. თბილისი - შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეგვიპტეს შორის დღის წესრიგში არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.   


მიხაილ როთი და მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატების 5 ინიციატივას ასახელებენ

24.11.2017 - ​გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დღეს გამოცემა  Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2017 წლის 24 ნოემბერს  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ქალაქ ბირ ალ-აბედში მდებარე მეჩეთზე  განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  


დავით ჯალაღანია ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

24.11.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.  


საქართველო ევროპული ტრანსფორმაციის მოწინავე ქვეყანაა - მიხეილ ჯანელიძე

24.11.2017, ბრიუსელი - „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტის მსვლე...


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567