საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში კორეის ელჩს შეხვდა

27.11.2017 ქ. თბილისი - 2017 წლის 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ( რეზიდენციით ქ. ბაქო) კიმ ჩან-გიუსთან.


საქართველოსა და მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა

27.11.2017 ქ. თბილისი - 2017 წლის 27 ნოემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა

​27.11.2017 ქ. თბილისი -2017 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) მოადგილეს ჯორჯ ოკოთ-ობოს.


საქართველოს სლოვენიის ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

27-28 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური  ვიზიტით  ეწვევა სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი.


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567