მიხეილ ჯანელიძე ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

27.11.2017 ქ. თბილისი- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა.


ელჩი თამარ ბერუჩაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტად აირჩიეს

​საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ელჩი თამარ ბერუჩაშვილი 2017 წლის 27 ნოემბერს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 30-ე სხდომაზე არჩეული იქნა ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტად.  


საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებული ძალებთან გაერთიანების გადაწყვეტილება კრემლის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებაა

28.11.2017 ქ. თბილისი- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მხარი დაუჭირა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანებას. 


„ ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ, პრაქტიკულ და ექსპერტების დონეზე მხარდაჭერას ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების, მათ შორის სლოვენიის მხრიდან. ეს ყოველივე ჩვენ დაგვეხმარება მივაღწიოთ მეტ სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობას ევროკავშირთან“,- მიხეილ ჯანელიძე

28.11.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ერიავეცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციზე საქართველოსა და სლოვენიის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობები შეაჯამა.


გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს

​28.11.2017 ქ. თბილისი-  2017 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის (OHCHR) საველე ოპერაციებისა და ტექნიკური თანამშრომლობის სამმართველოს დირექტორს, ჟორჟეტ განიონს.


​მიხეილ ჯანელიძე: საქართველო იმკვიდრებს რეგიონში ახალი შესაძლებლობების აღმომჩენი ლიდერის როლს

28.11.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით  "ერთი სარტყელი -ერთი გზის" თბილისის ფორუმში მონაწილე ქვეყნების და დელეგატების გაორმაგებული რაოდენობა მიუთითებს საქართველოს მზარდ როლზე რეგიონში, როგორც სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბი...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

28.11.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს, ელჩ მიხეილ ხრისტიდისს შეხვდა.  


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567