საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩსა და ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს შეხვდა

შეხვედრისას, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის - საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელობა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებული ტენდენციები და განვითარებები. 


კორეაში საქართველოში სამოგზაურო ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყო

1.12.2017 - კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ტურისტულმა კომპანიამ - NAEILTOUR-მა ქვეყნის მასშტაბით ოფიციალურად დაიწყო საქართველოში სამოგზაურო ტურისტული პაკეტების გაყიდვა.  კორეელ ტურისტებს კომპანია 5-7 დღიან მარშრუტებს სთავაზობს  სიღნაღის, თბილისის, მცხეთის, ყაზბეგის, ბორჯომის და ახალციხის მიმართულებებით. &nbs...


​რომში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს

01.12.2017 - საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს რომში, სადაც წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ მიღება გამართა, რომელსაც რომის კურიის, წმინდა საყდარ​თან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

1.12.2017, თბილისი - 2017 წლის 1 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ელიზაბეტ რუდს შეხვდა.  


ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავი ერთობლივი ღონისძიების სერია დაიწყო

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ლიტვის სეიმის წევრები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლიტვის ხელოვნებისა და კულტურის, ბიზნეს წრეების, მედია-საშუალებების წარმომადგენლები.


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567