საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით

2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკით...


ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 15 დეკემბერს, ქ. ვაშინგტონში, გაიმართება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.


მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა

14.12.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის. 


თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

14.12.2017 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა.    


თბილისში საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

14.12.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ორგანიზებით,  საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ ბრიფინგი გამართა ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის

14.12.2017 ქ. ჟენევა - ​2017 წლის 14 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ ბრიფინგი გამართა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის.


აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის ყოველთვიური მიღება გაიმართა

14.12.2017 ვაშინგტონი -  ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ,  საშობაოდ აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის მიღებას უმასპინძლა.


ბელგიაში საქართველოს ელჩმა მთავრობის მიერ ელექტრონული მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა

14.12.2017 ბრიუსელი - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ მონაწილეობა მიიღო  კონფერენციაში Digital Presidency, რომელიც ევროკავშირში ესტონეთის თავმჯდომარეობის პატრონაჟით ჩატარდა. 


აპრილი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456