საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ

23.02.2017 თბილისი - პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეოთხე კვარტალური ანგარიში

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეოთხე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.


​მიხეილ ჯანელიძემ ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.  საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩთან

23.02.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო), კიმ ჩან-გიუს შეხვდა.    


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910