მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება

28.02.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27 თებერვალს ჟენევაში გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.


ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

28.02.2017 ჟენევა - ​ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰა კიმ ნგკომ. 


EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შვეიცარიასა და საქართველოს ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს უხსნის

28.02.2017 ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს დიდიე ბურქჰალტერს.  მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარ...


მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა

28.02.2017 ჟენევა - ​ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსს შორის. 


ნიგერია ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა

28.02.017 ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალ სეგმენტში მონაწილეობის ფაგლებში, ქ.ჟენევაში შეხვედრა გამართა ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯოფრი ონიემასთან. 


ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

28.02.2017 თბილისი - ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო  ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. 


მიხეილ ჯანელიძე კატარელ კოლეგას შეხვდა

28.02.2017 ჟენევა - ​ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა კატარელ კოლეგასთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხისთან. 


შეხვედრა პანამის დელეგაციასთან

28.02.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა 34-ე სესიის ფარგლებში შეხვდა პანამის დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ლუიზა ნავარო ხელმძღვანელობდა.


საგარეო საქმეთა მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს შეხვდა

28.02.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან. 


ივნისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567