01 მარტი 2017
1.03.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ელჩ მარიეტ შურმანთან.
1.03.2017 ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას დიტმირ ბუშატის შეხვდა. შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
1.03.2017 ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა.
1.03.2017 ჟენევა - ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ-ჰუსეინთან.