საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს

20.03.2017 ვაშინგტონი -  საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს  "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პერუს რესპუბლიკაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით

20.03.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 18 მარტს პერუს რესპუბლიკაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, რომელსაც ამ დროის მონაცემებით  75 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას ...


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი „ატლანტიკური საბჭო“-ს დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორს, ელჩ ჯონ ჰერბსტს შეხვდა

20.03.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ზალკალიანსა და აშშ-ის კვლევითი ორგანიზაციის „ატლანტიკური საბჭო“-ს დინუ პატრიციუს ევრაზიის ცენტრის დირექტორს, ელჩ ჯონ ჰერბსტს შორის. 


დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა

20.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ რაჰიმფურთან (Ibrahim Rahimpour).


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678