პირველი ვიზიტი ევროპაში უვიზოდ

28.03.2017 თბილისი - საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართველ სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი რეისით ევროპაში გაემგზავრა. 


საქართველოდან ევროპის დედაქალაქებში პირდაპირი რეისით მიმავალ მგზავრებს აეროპორტებში საქართველოს კონსულები დახვდნენ

ევროკავშირის სივრცეში პირველი ქართველი უვიზო მგზავრები ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და  ლარნაკაში მიიღეს. მინისტრის პირადი ინიციატივით ოთხივე ქვეყანაში ჩასულ ერთ-ერთ პირველ ქართველ მგზავრებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები დახვდნენ. უნგრეთში, კონსულის მოვალეობის შემსრულებლის ბექა მაკარიძის გ...


საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები ახალ იმპულსს იძენს

28.03.2017, ათენი - საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ და მეგობრულ კავშირებს გაუსვეს ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა, ათენში გამართულ შეხვედრაზე. 


​საქართველოს და შვეიცარიას დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავზე „ხანგრძლივი და მყარი მეგობრობა აკავშირებთ“

28.03.2017 - საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაცია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს, სადაც ხაზგასმულია წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები და ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობა.


მსოფლიო საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

28.03.2017 - დღეს, 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში ულოცავენ მსოფლიოს ლიდერები.


კოლუმბიის კულტურის კვირეული საქართველოში

28.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სიმონ ჯანაშიას ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით საქართველოში მ.წ. 27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კოლუმბიის კულტურის კვირეული იმართება. 


სლოვაკეთის რესპუბლიკის განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის იმპლემენტაციის შესახებ

28.03.2017, ბრატისლავა - 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ მოგზაურობას შენგენის ზონაში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტებით უვიზოდ. ეს არის დიადი მიღწევა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის დასაწყისი. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს ძალისხმევამ, რეფორმებმა და პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. 


რუმინეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს

28.03.2017, ბუქარესტი - ​საქართველოსათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა რუმინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ-დელეგატმა ანა ბირჩალმა.


ივნისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789