პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოსაზრებასთან დაკავშირებით

​06.03.2017 თბილისი - ​ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა.მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება

​06.03.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ქ. სტრასბურგში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოში, ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.


საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

6.03.2017 თბილისი - ​6-8 მარტს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი ეწვევა. 


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოდან სარჩელების შემცირების პოზიტიურ ტენდენციას მიესალმება

6.03.2017 სტრასბურგი - ​სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს გუიდო რაიმონდის შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდასთან დაკავშირებით

6.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კიდევ ერთხელ უხეში დარღვევის გამო, მათ შორის 2016 წლის 30 ნოემბრის “2321“ რეზოლუციის და გმობს 2017 წლის 6...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აშშ-ის „Air War College“-ის დელეგაციას შეხვდა

6.03.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, საქართველოში სტუმრად მყოფ აშშ-ის „Air War College“-ის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის მიზანია საქართველოში არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობა და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესწავლა.


მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

3.06.2017 სტრასბურგი - ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში - ამის შესახებ განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.


მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში შეხვედრა გამართა

3.06.2017 სტრასბურგი - ​სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კაბინეტის უფროსს იზილ გაშეს. 


დავით დონდუას შეხვედრა ნიკოლას ბერლინერთან

6.03.2017, თბილისი -  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.    


შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

6.03.2017, თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან.  შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციი...


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345