აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერ რეზოლუციაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა

2017 წლის 6 აპრილს, აშშ-ის კონგრესმენებმა სტივ კოენმა (დემოკრატი) და ჯონ შიმკუსმა (რესპუბლიკელი) წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია. აღნიშნული რეზოლუცია აღიარებს,  ნატო-ს როლს, როგორც აშშ-სა და ევროპას შორის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მ...


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 9 აპრილს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ქ. ტანტასა და ქ. ალექსანდრიაში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

10.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც 10-11 აპრილს ნატოს დღეების ფარგლებში მიმდინარეობს. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა პრეზიდენტ კაჩინსკის ბიუსტი ყვავილებით შეამკო

10.04.2017 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, 2010 წელს სმოლენსკის ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და თვითმფრინავში მყოფი ათობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტ კაჩინსკის ბიუსტი ყვავილებით შეამკო. დღეს სმოლენსკის ტრაგედი...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

10.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 11 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.  


საგარეო საქმეთა მინისტრი სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

10.04.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, თაჯან ილდემთან.


საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმნიშვნელოვნად გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს

10.04.2017, თბილისი - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება. გაკეთდა განცხადებები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ოფიციალური პირების მიერ. 


საქართველო "დანიის ევროპული მოძრაობისგან" ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით გამოცდილებას იზიარებს

10.04.2017, თბილისი - საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან დანიის  ევროპული მოძრაობის დელეგაციის წევრები. ორგანიზაცია საერთაშორისო ევროპული მოძრაობის წევრია და დანიაში ევროპული ფასეულობებისა და ქვეყნის ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მხარდამჭერად მიიჩნევა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ...


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345