ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილავენ

19.04.2017 - 2017 წლის 19 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". 


საქართველო-გერმანიის წელთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა

19.04.2017 თბილისი - ​„საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნით ჩვენ გვსურს უკვე არსებული კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მრავალფეროვნება და ინტენსივობა გამოვიკვლიოთ და წარმოვაჩინოთ, იმისთვის რომ გერმანულ და ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში კიდევ უფრო გაღრმავდეს ამ საერთო ისტორიის ცოდნა,“ ...


ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

04.19.2017 ბაქო - 2017 წლის  19 აპრილს ბაქოში გაიმართა კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის შორის. 


დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

19.04.2017, სტრასბურგი - 2017 წლის 19 აპრილს, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან. 


მიხეილ ჯანელიძე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სამ ძირითად ასპექტს გამოყოფს

19.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და რეინტეგრაციის პროცესში მთავრობის პოლიტიკის სამ ძირითად ასპექტზე ისაუბრა.  


ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებულმა ანგარიშმა - „კონფლიქტი საქართველოში“ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო

19.04.2017 სტრასბურგი - ​2017 წლის 19 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

19.04.2017 სტრასბურგი - ​სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის  19 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან. 


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567