​საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-გერმანიის წელს გახსნის

20.04.2017 თბილისი - 2017 წლის  21 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-გერმანიის წელს საზეიმოდ გახსნის. საზეიმო ღონისძიება სლოგანით - „მომავლის მეკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017“ თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება.


​საქართველოს გამოცდილების გათვალისწინება მრავალი დემოკრატიული ქვეყნისთვის იქნებოდა სასურველი - ელჟბიეტა რაფალსკა

20.04.2017, ვარშავა - საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც პოლონეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა პოლონეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ელჟბიეტა რაფალსკასთან გამართა, რომელიც ასევე გახლავთ პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო ...


ჯანელიძის შეფასებით ნატოს სამიტზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება

20.04.2017, თბილისი - „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ამზადებს წევრობისთვის. ეს არ არის ჩვენი განაცხადი, ეს არის დაფიქსირებული როგორც მინისტრების დეკლარაციაში, ასევე ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში, გადაცემა &...


​საქართველოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

20.04.2017 თბილისი - 21-22 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. უკრაინელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც შეხვედრის დასრულების შემდგომ ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას.


მიხეილ ჯანელიძე - „ნებისმიერი ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“

20.04.2017, თბილისი - „ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აღნიშნუ...


საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვეპა ხაჯიევი მიიღო.  შეხვედრა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივ ურთიერთობებს დაეთმო. მხარეებმა მიმოიხილეს, როგორც აქტუალური მიმდინარე საკითხები, ასევე თ...


საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი დახვდნენ.


ქართული მხარე ცდილობს ჟენევის ფორმატში ყველა ქმედება მიმართული იყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების მოძიებისკენ

ჟენევის მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც საქართველო ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით ესაუბრება რუსეთის ფედერაციას კონფლიქტის დარეგულირების თემებზე. თუმცა სამ ძირითად საკითხზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილების დაბრუნება, ძალი...


მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგას უმასპინძლა

20.04.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ფორმატში უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა, რომელიც საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. 


ივნისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789