საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89.


„საქართველო ევროპული წესრიგის და ევროპული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ამ სისტემის გაძლიერებაში“ - მიხეილ ჯანელიძე

21.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო  სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რუსეთის ფედერაციის ...


​საქართველოს ელჩი ესტონეთში ესტონეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

21.04.2017 ტალინი - საქართველო-ესტონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ხელშესაწყობად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა, ესტონეთის ბიზნეს სექტორის და შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

21.04.2017, თბილისი - 2017 წლის 21 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, რობერტ ონდრეიჩაკს. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობას, თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მხარეებმა მიმოიხი...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას პავლო კლიმკინს შეხვდა

21.04.2017 თბილისი - ​2017 წლის 21 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან. 


საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

21.04.2017 თბილისი - ​საქართველოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას. 


მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საერთაშორისო მხარდაჭერის პროცესში საქართველოსა და უკრაინის წარმატებული თანამშრომლობა

21.04.2017 თბილისი - ​„საქართველოს უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს, როგორც მოგეხსენებათ, რაც, გარდა მჭიდრო და მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი“ - ამის შესახებ საქართველოს საგარ...


მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და საერთო მიზნებზე ისაუბრა

21.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. 


​​მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გახსნა

21.04.2017 თბილისი - თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.  


აპრილი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567