უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

22.04.2017 თბილისი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი  საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.


საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ვარშავაში ქართველი უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

​20 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა ქართველი უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საზღვარგარეთ, რომელიც ისევე, როგორც მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა კულტურული ღონისძიებები, საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.


თურქეთში საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში „დედა ენის“ დღე აღნიშნეს

​თურქეთის ქ. ინეგოლის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი მე-4 კონფერენცია, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.


ნოემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910