საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებას „მეფის დღეს“ დაესწრო. ნიდერლანდების ეროვნული ერთიანობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა და დავით დონდუა გამოვიდნენ.


ქართული ღვინოები ლიტვისა და სამხრეთ კორეის ღვინის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობს

26 აპრილს ლიტვის დედაქალაქში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა, ვილნიუსში 5-6 მაისს დაგეგმილ, ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბურ ღვინის საერთაშორისო გამოფენას „ღვინის დღეები 2017“ (VYNO DIENOS 2017). მიმდინარე წელს VYNO DIENOS უკვე მეცამეტედ, ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტ...


​ბორის ჯონსონმა მიხეილ ჯანელიძეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა

27 აპრილი 2017 თბილისი - საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.


28 აპრილს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ

1992 წლის 28 აპრილს საქართველომ და პოლონეთმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. დღეს აღინიშნება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის 25-ე წლისთავი.


ესტონეთში საქართველოს ელჩი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

28.04.2017, ტალინი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, თეა ახვლედიანი, ქ. ტალინში აკრედიტებული ქალბატონი ელჩების არაფორმალურ ფორმატში, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.  


ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართა

28.04.2017, ბრიუსელი - 2017 წლის 28 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა  მონაწილეობა მიიღო ქ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში. 


„საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატება უკეთესი მომავლის ინვესტიციაა“ - მიხეილ ჯანელიძე

28.04.2017, თბილისი - თბილისში საინფორმაციო ოპერაციების უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017" დასრულდა. ერთკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.  


ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორცილდა

29.04.2017 თბილისი - 2017 წლის 28 აპრილს, იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო, ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 16:40 საათზე დაეშვა.   


ნოემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910