საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

5.04.2017, ქუთაისი - 6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შე...


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ

06.05.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის უხეში დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 5 აპრილის, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.


ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ანა ფოტიგამ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

6.04.2017, სტრასბურგი - ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) თავმჯდომარე ანა ფოტიგა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ის ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარე...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

6.04.2017, თბილისი - 2017 წლის 6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს ალანა არმიტაჟს. 


ინფორმაცია თეთრ სახლში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ზალკალიანსა და ევროპისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს, ფიონა ჰილს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ

6.04.2017, ვაშინგტონი - მიმდინარე წლის 5 აპრილს, ქ. ვაშინგტონში, თეთრ სახლში, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან, ფიონა ჰილთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს...


ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის შესახებ

6.04.2017, ვაშინგტონი - მიმდინარე წლის 5 აპრილს, ქ. ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკს.


ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილის სტუდენტებთან შეხვედრის შესახებ

6. 04.2017, თბილისი - 6 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში „ამერიკული უნივერსიტეტის“ ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის შესწავლას ითვალისწინებს. 


შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

06. 04.2017, თბილისი -  2017 წლის 6-7 აპრილს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით სტუმრობდნენ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი ანა კარინ ენსტრომი და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის მოადგილე ტიმო კანტოლა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგ...


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567