საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდის შესახებ

01.05.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის სისტემატური დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 29 აპრილის, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამო...


ყირგიზეთის რესპუბლიკის ოშის ოლქში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადგილობრივ მცხოვრებთა დაღუპვასთან დაკავშირებით

1.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 29 აპრილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის ოშის ოლქის უზგენის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანთა დაღუპვასთან დაკავშირებით. 


საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს ელჩმა ბაჰრეინის სამეფოში (რეზიდენციით ქ. რიადი) გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ბაჰრეინის პარლამენტის (მაჯლის ალ-შურა) თავმჯდომარესთან, ალი ბინ სალეჰ ალ-სალეჰთან.


საქართველო ლიტვის ურთიერთობების შესახებ ვილნიუსის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა

ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გაიმართა დისკუსია, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ლიტვის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.  დისკუსიაში მონაწილეობა ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  ხათუნა სალუქვაძემ მიიღო.


​გერმანიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ, თავდაცვის ატაშემ დავით მამულაიშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა ბუნდესვერის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ასეული მოინახულეს, რომელიც  “მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მოსა...


კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დახმარება აღუთქვა

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს დიმიტრის სილურისს შეხვდა.


კვიპროსში საქართველოს არქეოლოგიური ჯგუფის მისიის მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს არქეოლოგიურმა ჯგუფმა კვიპროსის სოფელ ალამინოსში სამუშაოები განაახლა. 2016 წლის ნოემბერში ჯგუფმა, ვახტანგ ლიოჩელის ხელმძღვანელობით, საკონტროლო გათხრები ჩაატარა.


თურქეთში საქართველოს ელჩმა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლები მოინახულა

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ერზერუმისა და ართვინის პროვინციებს ეწვია. 


ქართველ კადეტი დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ქართველი კადეტი ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს. 


საფრანგეთსა და სლოვენიაში ქართული ღვინოები წარმოადგინეს

„ნარინჯისფერი ღვინოების ფესტივალის“ ფარგლებში, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. იზოლაში ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. 


მიხეილ ჯანელიძე მიესალმება მედიის საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობას

1 მაისი 2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მედიის საკითხებში ეუთო-ს ექსპერტებთან, ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარესთან დაინიუს რადზევიჩიუსთან (Dainius RADZEVIĈIUS)  და  მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის მრჩეველთან აიდარ ბოტაგაროვთან (...


სექტემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678