შეხვედრა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან

სენატორმა ბობ კორკერმა, კომიტეტის სახელით, დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.


ირლანდიის უმსხვილესი შენონის სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაინტერესდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ღონისძიებას უმასპინძლოს

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სამუშაო ვიზიტი გამართა კლერის საგრაფოში. ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს.


თბილისში ეუთო-ს სამხრეთ კავკასიის ყოველწლიური მედიაკონფერენცია მიმდინარეობს

10.05.2017, თბილისი - მიმდინარე წლის 10 მაისს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისის ორგანიზებით ქ. თბილისში გაიხსნა სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია. საქართველო უკვე მეთოთხმეტე წელია, მასპინძლობს ეუთო-ს მედია ღონისძიებას. წლევანდელი კონფერენციის თემაა "ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია და მედიი...


საქართველომ და ფინეთმა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს

ფინეთის პარლამენტის ისტორიულ შენობაში (Säätytalo) ფინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 25 წლისთავი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფინეთში საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ, საქართველოში ფინეთის ელჩმა არია მაკკონენმა, ფინეთის სახელმწიფო მდივანმა...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ავსტრალიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯული ბიშოპს შეხვდა

10.05.2017, კანბერა - 2017 წლის 10 მაისს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი დავით ჯალაღანიას ვიზიტი ავსტრალიის თანამეგობრობაში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი კონსულტაციების მე-3 რაუნდის გამართვა. 


საქართველოს ელჩი ესტონეთში ესტონეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ესტონელ მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თეა ახვლედიანის ქართველ და ესტონელ ბიზნესმენებს შორის თანამშრომლობის გზების და ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით ურთიერთობების დამყარებისა და შემდგომი გაღრმავების მიზნით ესტონეთის სხვადასხვა ქალაქების ბიზნესისა და სავაჭრო წრეების წამრომადგენლებს შეხვდა.


ივლისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456